Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი article 93 აცილების განცხადება. 1. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის აცილების საფუძველი, ამ კოდექსის 91-ე მუხლის შესაბამისად უფლება აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე წერილობით განუცხადოს მას აცილება. 2 აცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს. 3. აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს იმ თანამდებობის პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომლის მიმართაც განცხადებულია აცილება, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ზემდგომი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი. 4. კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში შემავალი თანამდებობის პირის აცილების საკითხს წყვეტს კოლეგიური ორგანო ამ თანამდებობის პირის მონაწილეობის გარეშე. |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი article 93 5. მთელი კოლეგიური ორგანოს ან კოლეგიური ორგანოს წევრთა იმ რაოდენობის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად არაუფლებამოსილს ხდის ამ ორგანოს, აგრეთვე იმ თანამდებობის პირის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს ზემდგომი ორგანო, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს კანონმდებლობის შესაბამისად ამ საკითხის გადასაწყვეტად დანიშნული, მისი მოვალეობის შემსრულებელი ან დამოუკიდებელი ორგანო. 6. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე ვალდებულია აცილების შესახებ განცხადება წარადგინოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან 2 დღის განმავლობაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ფაქტი ან გარემოება, რომელიც იძლევა აცილების საფუძველს. |