Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 42 გადამცემი სისტემის ოპერატორის სტატუსი. 1. გადაცემა არის საზოგადოებრივი ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემას გადამცემ ქსელში, გადამცემი ქსელის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას და მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებს, რომლებიც საჭიროა ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. 2. გადაცემის საქმიანობას ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ კანონითა და ენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი არის სპეციალური და დამოუკიდებელი ენერგეტიკული საწარმო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირია. გადამცემი სისტემის ოპერატორი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი წარმოების, განაწილების, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობებისგან და ამ საქმიანობებთან დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 42 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილი არ არის, იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, შეისყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი გადამცემ ქსელში დანაკარგების ასანაზღაურებლად, ხოლო ბუნებრივი გაზი − საკუთარი მოხმარებისთვის (კომპრესორის მუშაობისთვის და გაზის წინასწარი გათბობისთვის), აგრეთვე ამ კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი დაბალანსების მიზნით. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია განახორციელოს თავისი საქმიანობა, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის 43-ე მუხლის პირობებს. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობებისგან გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობა მიღწეული და შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს განცალკევების საშუალებით, ამ კანონის XI თავით დადგენილი პირობების შესაბამისად. |