Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 135 ელექტროქსელის საოპერაციო უსაფრთხოება. 1. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საოპერაციო წესებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ კანონის, ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ნორმების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების, ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო წესები და ვალდებულებები დგინდება სისტემით მოსარგებლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან და შესაბამის შემთხვევაში მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს კომისიასა და სამინისტროსთან კონსულტაციას თავის მიერ მიღებული საოპერაციო წესებისა და ვალდებულებების ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 135 3. გადამცემი და შესაბამის შემთხვევებში გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების მიერ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო წესების შესრულებას, გადაცემის ან/და განაწილების ქსელებთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ხარისხის მოთხოვნების დაცვას, აგრეთვე ელექტროქსელის საოპერაციო უსაფრთხოების სათანადო დონის შენარჩუნებას ზედამხედველობენ სამინისტრო და კომისია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ელექტროქსელის საოპერაციო უსაფრთხოების მიზნით შეინარჩუნოს ტექნიკური გამტარუნარიანობის რეზერვის შესაბამისი დონე და ითანამშრომლოს ურთიერთდაკავშირებული სისტემებისა და მეზობელი ან/და სხვა ქვეყნების სისტემების ოპერატორებთან. წინასწარ განჭვრეტადი გარემოებების ხარისხი, რომელთა არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს უსაფრთხოება, განისაზღვრება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო წესებითა და ვალდებულებებით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 135 5. გადამცემი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფს ურთიერთდაკავშირებული სისტემების შესაბამის ოპერატორებთან ქსელის ოპერირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროულ და ეფექტიან გაცვლას. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეასრულოს ელექტროქსელის უსაფრთხო ექსპლუატაციასთან და შესაბამის შემთხვევებში ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხთან დაკავშირებული ამოცანები, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო წესებისა და ვალდებულებების შესაბამისად. 7. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებისა და ელექტროქსელის საოპერაციო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დაუშვებელია გადამცემი სისტემის ოპერატორის, ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის ან/და სხვა შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმოს მიერ ტრანსსასაზღვრო და ადგილობრივ ხელშეკრულებებს შორის დისკრიმინაცია. |