Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 55 საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში). 1. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს/ვალდებულებებს ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას იხდის ეს საწარმო/ორგანიზაცია, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს ლიკვიდაციისას/საქმიანობის შეწყვეტისას (საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებისას) საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და საგადასახადო დავალიანების გადახდას სოლიდარულად ახორციელებენ აღნიშნული საწარმოს პარტნიორები/მონაწილეები. 3. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას (მათ შორის, დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შემთხვევაში) ზედმეტად გადახდილ თანხას საგადასახადო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით უბრუნებს აღნიშნულ საწარმოს/ორგანიზაციას. |