Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ article 10 მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის წესი მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში. 1. მიწის ნაკვეთების სასაზღვრო მიჯნაზე მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, თუ დგინდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების სხვა საზღვრები და სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვის შედეგად მიღებული ჯამური ფართობი შეესაბამება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული ფართობების ჯამს, მიწის ნაკვეთები რეგისტრირდება მოდავე მხარეთა თანასაკუთრებად, ერთ საკადასტრო ერთეულად. ამ შემთხვევაში ამონაწერში აისახება ინფორმაცია მიწის ნაკვეთების სასაზღვრო მიჯნის დაუდგენლობის შესახებ, ხოლო მხარეთა შორის დავას წყვეტს სასამართლო საზიარო უფლების გაუქმებისათვის დადგენილი წესით ან, მხარეთა შეთანხმებით, მედიატორი ნოტარიუსი. |
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ article 10 3. თუ სპორადული რეგისტრაციის დროს მიმდინარე ორი ან ორზე მეტი სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდება, ყველა დაინტერესებულ პირს წარმოდგენილი აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი და მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის ფართობი რომელიმე აგეგმილი მიწის ნაკვეთის ფართობს 30 პროცენტზე მეტით აღემატება, მიწის ნაკვეთებს შორის მყარი სასაზღვრო მიჯნა არ არსებობს და უფლების დამდგენი დოკუმენტებით ან/და საჯარო რეესტრში დაცული/მოძიებული ინფორმაციით მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეუძლებელია, ამასთანავე, მხარეთა შორის სანოტარო მედიაცია ვერ განხორციელდა/მორიგებით ვერ დასრულდა, სააგენტო იღებს ყველა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის კუთვნილების თაობაზე მხარეთა შორის წარმოშობილი სამოქალაქო დავა გადაწყდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით. |
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ article 10 4. თუ ორი ან ორზე მეტი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდება, ყველა დაინტერესებულ პირს წარმოდგენილი აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი ან სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებულია ყველა დაინტერესებული პირის უფლების დამდგენი დოკუმენტები და სააგენტოში არსებული დოკუმენტაციით მაინც ვერ დგინდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა, სააგენტო მხარეებს შესთავაზებს დავის სანოტარო მედიაციის გზით გადაწყვეტას. 5. თუ არსებობს სარეგისტრაციოდ წარდგენილი და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდება, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოდგენილია ან სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებულია უფლების დამდგენი დოკუმენტი, სააგენტო მხარეებს შესთავაზებს დავის სანოტარო მედიაციის გზით გადაწყვეტას. სანოტარო მედიაციის დანიშვნამდე სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უფლებრივი მონაცემებისა და საკადასტრო მონაცემების სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან შესაბამისობა. |
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ article 10 6. თუ ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანოტარო მედიაცია მორიგებით ვერ დასრულდა, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. სადავო მიწის ნაკვეთის კუთვნილების თაობაზე დაინტერესებულ პირებს შორის წარმოშობილი სამოქალაქო დავა გადაწყდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით. |
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ article 10 2. თუ ორი ან ორზე მეტი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდება, ყველა დაინტერესებულ პირს წარმოდგენილი აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი და მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის ფართობი თითოეული აგეგმილი მიწის ნაკვეთის ფართობს 30 პროცენტზე მეტით არ აღემატება, მიწის ნაკვეთებს შორის მყარი სასაზღვრო მიჯნა არ არსებობს და უფლების დამდგენი დოკუმენტებით ან/და საჯარო რეესტრში დაცული/მოძიებული ინფორმაციით მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეუძლებელია, ამასთანავე, მხარეთა შორის სანოტარო მედიაცია ვერ განხორციელდა/მორიგებით ვერ დასრულდა, თითოეული მიწის ნაკვეთი რეგისტრირდება დაინტერესებული პირების მიერ მითითებული საზღვრების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრიდან ამონაწერებში აისახება ინფორმაცია დავის არსებობისა და მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის ფართობების შესახებ, ხოლო საკადასტრო გეგმაზე აღინიშნება მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილი. მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის კუთვნილების თაობაზე მხარეთა შორის წარმოშობილი სამოქალაქო დავა გადაწყდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით. |