Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 27 ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები. 1. ეროვნული ბანკი ახორციელებს: ა) ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ზედამხედველობას; ბ) არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, ინსტიტუციური ინვესტორის, საქართველოში რეგისტრირებული თავდაპირველი კრედიტორისა და ინიციატორის (გარდა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციისა) მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას. 2. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, სეკიურიტიზაციის ბაზრის რეგულირებისა და ზედამხედველობის ფარგლებში, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განახორციელოს შემდეგი უფლებამოსილებები: ა) ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მისგან მიიღოს დოკუმენტები და ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური); ბ) ადგილზე შეამოწმოს ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული; გ) მოითხოვოს ცალკეულ ქმედებათა განხორციელების შეწყვეტა, თუ ეს ქმედებები საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება; |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 27 დ) ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან აქტივების მმართველი კომპანიის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან გათავისუფლება; ე) პირს დააკისროს სანქციები; ვ) გამოაქვეყნოს დამრღვევი პირისა და მის მიერ ჩადენილი დარღვევის შესახებ ინფორმაცია; ზ) განახორციელოს და გააუქმოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია; თ) გასცეს სავალდებულო წერილობითი მითითებები; ი) გამოსცეს სამართლებრივი აქტები; კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 3. ეროვნული ბანკი საზედამხედველო უფლებამოსილებებს ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად, რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე. 4. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ზედამხედველობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 27 5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ თავით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაადგინოს შესაბამისი წესები. |