FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

article  11

გამოქვეყნება.
1. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში საქპატენტი საქონლის სპეციფიკაციას აქვეყნებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომ − ბიულეტენი), თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და 1 ადგილობრივ გაზეთში (არსებობის შემთხვევაში).
2. საქპატენტის მიერ მიღებული უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელებისთვის ან გეოგრაფიული აღნიშვნისთვის დაცვის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე ბიულეტენში ქვეყნდება საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ქართულად ტრანსლიტერირებული ფორმა, საქონლის კატეგორია და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი (არსებობის შემთხვევაში).
3. საქპატენტის მიერ ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული აღნიშვნის ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე ბიულეტენში ქვეყნდება აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა, საქონლის კატეგორია და აღნიშვნის აღიარების ნომერი.