Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
პროფესიული თეატრების შესახებ article 3 კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) თეატრი – შემოქმედებითი გაერთიანება (ან ორგანიზაცია), რომელიც ქმნის სპექტაკლს; ბ) დრამატული თეატრი − თეატრი, სადაც იდგმება დრამატული, ტრაგიკული, კომედიური და სხვა ჟანრის სპექტაკლები, რომელთა ძირითადი გამომსახველობითი საშუალებაა სცენური მოქმედება და სიტყვა; გ) მუსიკალური თეატრი – თეატრი, სადაც წამყვანი დრამატურგიული ფუნქცია ენიჭება მუსიკალურ ხელოვნებას; დ) ოპერისა და ბალეტის თეატრი – თეატრი, სადაც სპექტაკლის ძირითადი გამომსახველობითი საშუალება, სცენურ მოქმედებასთან ერთად, არის ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკა და ქორეოგრაფია; ე) ანტრეპრიზა – თეატრი, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა თეატრალურ პროექტს, მაგრამ არ ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრის დასი; ვ) სარეპერტუარო თეატრი – თეატრი მუდმივმოქმედი თეატრის დასით და რეპერტუარით, რომელსაც არ აქვს მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა; ზ) სარეპერტუარო სტაციონარული თეატრი – თეატრი მუდმივმოქმედი თეატრის დასით, რეპერტუარით და მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობით; |
პროფესიული თეატრების შესახებ article 3 თ) თეატრალური ხელოვნება – ხელოვნების სინთეზური დარგი, რომელშიც ცხოვრება აისახება სპექტაკლის საშუალებით და რომელიც აერთიანებს ლიტერატურას (პიესა, ლიბრეტო), სამსახიობო ხელოვნებას, სარეჟისორო ხელოვნებას, მუსიკას, არქიტექტურას, სახვით ხელოვნებას და ქორეოგრაფიას; ი) თეატრალური საქმიანობა – სპექტაკლების შექმნა, გავრცელება და შენახვა; კ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი − თეატრის დასი და შემოქმედებითი საქმიანობის განმახორციელებელი სხვა პირები; ლ) სპექტაკლი – სცენური ხელოვნების ნაწარმოები; მ) დამდგმელი რეჟისორი, დამდგმელი ბალეტმაისტერი, დამდგმელი დირიჟორი – პირი, რომელიც დამოუკიდებელი მხატვრული გადაწყვეტის გზით ქმნის სპექტაკლს; ნ) სამხატვრო ხელმძღვანელი ან მთავარი რეჟისორი − პირი, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას; ო) მთავარი მხატვარი − პირი, რომელიც ქმნის სცენოგრაფიასა და კოსტიუმებს, განსაზღვრავს სპექტაკლის მხატვრულ-ესთეტიკურ მხარეს, პასუხს აგებს სპექტაკლისა და სარეკლამო გაფორმების ხარისხისთვის, ხელმძღვანელობს თეატრის სამხატვრო საამქროს მუშაობას და ხელს უწყობს თეატრში მოწვეული მხატვრების შემოქმედებითი პროცესის განხორციელებას; |
პროფესიული თეატრების შესახებ article 3 პ) მთავარი დირიჟორი − პირი, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო მუსიკალურ რეპერტუარს; ჟ) მთავარი ბალეტმაისტერი − პირი, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო ქორეოგრაფიულ ნაწილს; რ) სარეჟისორო კოლეგია − პროფესიონალი რეჟისორებით დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას; ს) პროფესიული თეატრი – თეატრი, რომლის შემოქმედებითი კოლექტივის ძირითად ბირთვს შეადგენს შესაბამისი უმაღლესი განათლების ან/და თეატრში სამსახიობო მოღვაწეობის გამოცდილების მქონე პირი (პირები); ტ) პროფესიული სახელმწიფო თეატრი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო) ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო; უ) პროფესიული მუნიციპალური თეატრი – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს მუნიციპალიტეტი ან სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული იურიდული პირი; |
პროფესიული თეატრების შესახებ article 3 ფ) პროფესიული შერეული თეატრი − კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც ერთდროულად აფუძნებენ სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო და ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები); ქ) პროფესიული კერძო თეატრი – კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები); ღ) (ამოღებულია - 01.04.2025, №405); ყ) თეატრის დირექტორი – თეატრის ხელმძღვანელი, რომელიც წარმართავს თეატრის შემოქმედებით, ფინანსურ, ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ტექნიკურ საქმიანობას; შ) სამხატვრო საბჭო – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული, თეატრის საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თეატრის დებულებით (წესდებით); |
პროფესიული თეატრების შესახებ article 3 ჩ) სარეკომენდაციო საბჭო – სამინისტროსთან/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან ან მუნიციპალიტეტთან არსებული, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული ორგანო, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი მინისტრის ან მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული დებულებით. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №405 - ვებგვერდი, 03.04.2025წ. |