Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 52 საერთაშორისო ფრენა. 1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგულარული საერთაშორისო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა), როდესაც გადაიკვეთება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-6 მუხლის („რეგულარული საჰაერო მიმოსვლა“) მოთხოვნების შესაბამისად. „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავია გადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესს“ ადგენს საქართველოს მთავრობა. 2. საქართველოს ტერიტორიაზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. უცხო სახელმწიფოს მიერ დიპლომატიური არხის საშუალებით მომართვის შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის უფლებამოსილების მინიჭების წესს შეიმუშავებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |