Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 10 1. საჯარო მოსამსახურეს, პირადი ინტერესიდან გამომდინარე, ეკრძალება: ა) შეიძინოს გარიგების დასადებად მისთვის მინდობილი საჯარო დაწესებულების ქონება; ბ) დადოს ქონებრივი გარიგება იმ საჯარო დაწესებულებასთან, სადაც მუშაობს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა; გ) თავის სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთან, პოლიტიკურ პარტიასთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან დადოს გარიგება, როგორც საჯარო მოსამსახურემ; დ) თავის ოჯახის წევრთან ან ახლო ნათესავთან დადოს ქონებრივი გარიგება, როგორც საჯარო მოსამსახურემ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით დადებული გარიგება ბათილია. |