Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 8 ინფორმაციის საიდუმლოების დაცვა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. 1. ინფორმაცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მომხმარებლის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული ქსელების მეშვეობით მომხმარებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია საიდუმლოა და მისი დაცვა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით. 2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული ყველა სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოება. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მუშაკები და სხვა პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ ინფორმაციის საიდუმლოებას, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც უფლებამოსილი ორგანო ატარებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, ახორციელებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებებს და ამ კანონის 8 3 მუხლით განსაზღვრულ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირებას. |
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 8 4. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია საგამოძიებო ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს გადასცეს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით. 5. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით მომხმარებლის მიერ განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის შესახებ ინფორმაცია მისი გადაცემისთანავე, დაუყოვნებლივ, ავტომატურად უნდა განადგურდეს. აღნიშნული ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მხოლოდ ამ კანონის 8 -1 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტისათვის. 6. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს (შემოწმება, განცხადების განხილვა). საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2871 - ვებგვერდი, 30.11.2014წ. |