Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ნარჩენების მართვის კოდექსი article 47 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესებით. 2. ამ კოდექსის 31-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაორმაგებას. 3. ამ კოდექსის 31-ე–37-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩადენა გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაორმაგებას, ხოლო აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა – შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაოთხმაგებას. 4. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
ნარჩენების მართვის კოდექსი article 47 5. ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურების ვალდებულებისაგან. ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 37-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ასევე ეკისრება ნარჩენებით დაბინძურებული/დანაგვიანებული ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება. ამ ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავებას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს, ხოლო დასუფთავების ხარჯები სამართალდამრღვევს ეკისრება. 6. ამ კოდექსის 31-ე–36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები. |
ნარჩენების მართვის კოდექსი article 47 7. ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 37-ე და 38-ე მუხლებითა და მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები, თუ სამართალდარღვევა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით იქნება ჩადენილი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტს. 8. ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი. 9. რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 31-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. |
ნარჩენების მართვის კოდექსი article 47 10. სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 31-ე−36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. 11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 37-ე და 38-ე მუხლებითა და მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება, თუ სამართალდარღვევა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით იქნება ჩადენილი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტს. 12. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილ პირს აქვს ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. |
ნარჩენების მართვის კოდექსი article 47 13. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს. 14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. 16. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გამოწერილი საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევის მიერ სასამართლოში საჩივრდება. |