Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ article 37 გარდამავალი დებულებანი. 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის აუდიტის ჩასატარებლად შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და ნორმატიული ბაზის მომზადება. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე კონტროლის პალატა უფლებამოსილია, შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში შეისწავლოს და გააანალიზოს აუდიტის ობიექტის მიერ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის ეკონომიურობა და პროდუქტიულობა. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში კონტროლის პალატამ სათანადო ცვლილებები შეიტანოს შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში. 4. საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის ამ კანონის შესაბამისად მიღებამდე, აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის №275-ორგ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტით, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით. |
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ article 37 5. ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი მიღებულ იქნეს 2009 წლის 1 ოქტომბრამდე. 6. 2024 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრამდე გენერალური აუდიტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის ზედა ზღვრით. |