Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 216 ერთჯერადი საპარლამენტო დელეგაციები. 1. საგარეო ურთიერთობებში პარლამენტის უმაღლესი წარმომადგენელია პარლამენტის თავმჯდომარე. მხოლოდ ის არის უფლებამოსილი, სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებთან, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან დადოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები. 2. ერთჯერად საპარლამენტო დელეგაციას, როგორც წესი, ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე ან პარლამენტის წევრი. 3. პარლამენტის წევრი სხვა სახელმწიფოში სამსახურებრივი ვიზიტის შესახებ ანგარიშს, ხოლო ერთჯერადი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი – საპარლამენტო დელეგაციის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და ამ სახელმწიფოში გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 14 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის კომიტეტის, ფრაქციის, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის მოთხოვნით, ეს ანგარიში შეიძლება პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე განიხილოს. 4. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრების ან ახალი ასამბლეის შექმნაში მონაწილეობის თაობაზე. |