FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  52

5. კრიზისის მართვის ჯგუფს ევალება, შეაგროვოს და შეაფასოს ყველა არსებული ინფორმაცია და განახორციელოს მოქმედების სხვადასხვა ვარიანტის იდენტიფიკაცია, რათა დროულად და ეფექტიანად მოხდეს ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღესა და გარემოზე ზეგავლენის რისკების აღმოფხვრა, შემცირება და თავიდან აცილება.
6. კრიზისის მართვის ჯგუფი უფლებამოსილია დახმარებისათვის მიმართოს ნებისმიერ პირს, რომლის ცოდნა და გამოცდილება საჭირო იქნება კრიზისის ეფექტიანად რეგულირებისათვის. საქართველოს 2014  წლის 17 აპრილის   კანონი №2285  - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1649  –  ვებგვერდი, 14.12.2017წ.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  52

კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა.
1. სააგენტო შეიმუშავებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
2. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმით კონკრეტულად განისაზღვრება რისკის დონე, რომლის აღკვეთა, აღმოფხვრა ან მისაღებ დონემდე შემცირება გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.
3. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმით კონკრეტულად განისაზღვრება იმ ქმედებებისა და ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელია კრიზისის სამართავად, კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნის, გამჭვირვალობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვის და მომხმარებლებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით.
4. კრიზისული მდგომარეობის დროს იქმნება კრიზისის მართვის ჯგუფი, რომლის მუშაობაში, საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო კონსულტაციების გაწევისათვის მონაწილეობენ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.