Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 61 მეთვალყურეობაში გადაცემა. 1. არასრულწლოვნის მშობლის, სხვა ახლო ნათესავის, მეურვის ან მზრუნველის ან სპეციალური საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციის მეთვალყურეობაში გადაცემის მიზანია, აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთმა ან ადმინისტრაციამ იკისროს არასრულწლოვნის გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადებისა და სათანადო ქცევის წერილობითი ვალდებულება. 2. არასრულწლოვნის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით მეთვალყურეობაში გადაცემა შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვნისა და იმ პირის თანხმობით, რომელსაც ის მეთვალყურეობაში გადაეცემა. ამ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს უარი თქვას არასრულწლოვნის მეთვალყურეობაზე, თუ მიიჩნევს, რომ ვერ უზრუნველყოფს მის სათანადო ქცევას. 3. პირს, რომელიც არასრულწლოვანს მეთვალყურეობს, ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა გააცნონ არასრულწლოვნისათვის წაყენებული ბრალდებისთვის მოსალოდნელი სასჯელის სახე და ზომა და პასუხისმგებლობა, რომელიც მას დაეკისრება, თუ არასრულწლოვანი, რომელსაც ის მეთვალყურეობს, არ შეასრულებს სათანადო ქცევის ვალდებულებას. |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 61 4. არასრულწლოვნის მეთვალყურეობის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით პირი, რომელიც არასრულწლოვანს მეთვალყურეობდა, დააჯარიმოს 100-დან 500 ლარამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებულების შეუსრულებლობას ობიექტური მიზეზი ჰქონდა. |