FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  40

ბუნებრივი გაზის მწარმოებლის უფლებები.
1. ამ კანონის მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მწარმოებელი უფლებამოსილია:
    ა) დადოს ხელშეკრულებები ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ამ კანონითა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად;
    ბ) დადოს ხელშეკრულებები დაბალანსების ან/და დამხმარე მომსახურების გაწევის შესახებ ამ კანონით, ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებით ან/და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილი პირობების დაცვით, ხოლო ბუნებრივი გაზის საბალანსო ბაზრისა და დამხმარე მომსახურების ორგანიზებული ბაზრების შექმნის შემდეგ − აგრეთვე ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით;
    გ) ჰქონდეს დაშვება ბუნებრივი გაზის გადამცემ ან/და გამანაწილებელ სისტემებთან ამ კანონით, ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებით, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. ბუნებრივი გაზის მწარმოებელი უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებებით.