Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ article 10 გარდამავალი დებულებები. 1. ამ პუნქტის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში: ა) შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სააგენტომ განახორციელონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო წინასწარი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა ღონისძიებები. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი, რომელიც, 2023 წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით, აკმაყოფილებს იმავე მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, ვალდებულია ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით, მატერიალური ფორმით წარუდგინოს წერილობითი განცხადება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე. ამის შემდეგ ხორციელდება ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პროცედურები. |