Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი article 40 განაშენიანების გეგმის შემადგენლობა. 1. განაშენიანების გეგმა შედგება ტექსტური ნაწილისა და გრაფიკული ნაწილისაგან. 2. ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საჭიროების გათვალისწინებით, განაშენიანების გეგმა შეიძლება ადგენდეს კონკრეტულ ქალაქთმშენებლობით პირობებს, მათ შორის: ა) ფუნქციურ ქვეზონებს; ბ) ფუნქციურ ქვეზონებში ტერიტორიის გამოყენების სახეობებს; გ) განაშენიანების რეგულირების პარამეტრებს; დ) განაშენიანების სახეობას (პერიმეტრული, ჯგუფური, თავისუფალი, კომბინირებული და სხვა); ე) სხვა ასპექტებს, რომლებიც დადგენილია გენერალური გეგმისათვის, თუ ის გამომდინარეობს ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საჭიროებიდან. 3. განაშენიანების გეგმა შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე ამ კოდექსის 41-ე მუხლით დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებს. |