Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი article 141 1. უმაღლესი საბჭო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით ირჩევს უსკოს 7 წევრსა და თავმჯდომარეს. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი article 141 2. უსკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო უსკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას უსკოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და უსკოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. საკონკურსო კომისია შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 7 წევრისგან, რომელთა შორის შეიძლება იყვნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. თუ აღნიშნული ვადები არჩევნების ჩატარების პერიოდს დაემთხვა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი article 141 3. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება კონკურსში მონაწილე პირთა სია ბიოგრაფიებთან ერთად. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გაესაუბროს კონკურსში მონაწილე პირებს. 4. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 1 კვირისა საკონკურსო კომისია შეარჩევს და უმაღლესი საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენის მიზნით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წარუდგენს უსკოს წევრობის იმდენ კანდიდატს, უსკოს რამდენი წევრიც არის ასარჩევი. კონკურსში მონაწილე თითოეულ პირთან დაკავშირებით საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგები და საკონკურსო კომისიის წევრთა მიერ ამ პირის მხარდაჭერის ან მის მხარდაჭერაზე უარის თქმის მოტივაცია აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში. ეს ოქმი საჯაროა. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი article 141 5. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მისთვის უსკოს წევრობის კანდიდატის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 კვირისა იღებს გადაწყვეტილებას ამ კანდიდატის უმაღლესი საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენის შესახებ ან მის უმაღლესი საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის თაობაზე. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება უსკოს წევრობის კანდიდატის უმაღლესი საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენის შესახებ, მან შესაბამის წარდგინებაში უნდა მიუთითოს, აღნიშნულ კანდიდატს უსკოს რომელი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე წარადგენს. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება უსკოს წევრობის კანდიდატის უმაღლესი საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის თაობაზე, იგი უსკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით ხელახალ კონკურსს აცხადებს, რის შემდეგაც სათანადო პროცედურები ხელახლა ტარდება. 6. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ უსკოს წევრობის კანდიდატის უმაღლესი საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენიდან, როგორც წესი, 2 კვირის ვადაში უმაღლესი საბჭო ირჩევს უსკოს წევრს. უსკოს წევრობის კანდიდატის საკითხს იხილავს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი article 141 7. უმაღლესი საბჭოს მიერ უსკოს წევრის/წევრების არჩევისას უსკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ კანდიდატს) ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ კენჭისყრის შედეგად უსკოს წევრი (რომელიმე წევრი) არ აირჩა, უსკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ დარჩენილ კანდიდატს) ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად უსკოს წევრი (რომელიმე წევრი) ისევ არ აირჩა, არაუგვიანეს 1 კვირისა უსკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის/წევრების თანამდებობაზე/თანამდებობებზე ამ მუხლით დადგენილი წესით ხელახალი კონკურსი ცხადდება, რის შემდეგაც სათანადო პროცედურები ხელახლა ტარდება. 8. უსკოს თავმჯდომარეს უმაღლესი საბჭო ირჩევს უსკოს წევრის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩევისთვის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 27 ივნისის რეგლამენტი №58-რს - ვებგვერდი, 29.06.2022წ. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი article 141 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 21 დეკემბრის რეგლამენტი №85-Iს - ვებგვერდი, 25.12.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის რეგლამენტი N40-რ.ს. - ვებგვერდი, 18.07.2025 წ. |