FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  25

სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის მიყიდვა.
1. დაუშვებელია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის (პირების) გარდა, სხვა პირის მიერ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის მიყიდვა გარიგებაში კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიის ან აქტივების მმართველი კომპანიის, როგორც შუამავლის, მონაწილეობის გარეშე.
2. კომერციულმა ბანკმა, საბროკერო კომპანიამ, აქტივების მმართველმა კომპანიამ (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ის მოქმედებს, როგორც შუამავალი), საინვესტიციო კომპანიამ, ავტორიზებულმა სეკიურიტიზაციის კომპანიამ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი გაუთვითცნობიერებელ ინვესტორს არ უნდა მიჰყიდოს, თუ არ სრულდება ყველა შემდეგი პირობა:
    ა) მან ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ჩაატარა შესაბამისობის შეფასება გაუთვითცნობიერებელ ინვესტორთან დაკავშირებით;
    ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების შედეგები ადასტურებს, რომ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორის შესაბამისია;
    გ) იგი დაუყოვნებლივ წერილობით ატყობინებს გაუთვითცნობიერებელ ინვესტორს შესაბამისობის შეფასების შედეგებს;