FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

წიაღის შესახებ

article  39

სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ფართობის განაშენიანების წესი.
1. აკრძალულია დასახლებული პუნქტების, სამრეწველო კომპლექსების, კომუნიკაციების, სამეურნეო და სხვა ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა, სანამ არ დადასტურდება, რომ მომავალი განაშენიანების ფართობზე არ არსებობს სასარგებლო წიაღისეულის საბადო (ტექნოგენური საბადოს გარდა) ან გამოვლინება. სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ფართობების განაშენიანება დასაშვებია, თუ განაშენიანების მსურველი წიაღისეულის მესაკუთრეს კომპენსაციის სახით გადაუხდის სასარგებლო წიაღისეულის იმ სახეობის საფასურს (შესაბამისი წიაღისეულით სარგებლობისათვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით), რომლით სარგებლობასაც იგი ზღუდავს ან აფერხებს დაგეგმილი განაშენიანებით. თუ განაშენიანება ხორციელდება ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობზე, ამ შემთხვევაში აუცილებელია ლიცენზიის მფლობელის თანხმობა.
წიაღის შესახებ

article  39

2. წიაღით უნებართვოდ სარგებლობისა და წიაღისეულის საბადოთა ფართობების (წიაღის ფონდის მიწების) თვითნებური განაშენიანება წყდება გაწეული ხარჯების აუნაზღაურებლად. თუ წიაღისეულის საბადოთა ფართობებზე (წიაღის ფონდის მიწებზე) არსებული განაშენიანება არსებითად ზღუდავს ან აფერხებს წიაღით სარგებლობის შესაძლებლობას, მაშინ გამოიყენება ამ კანონითა და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები და პროცედურები.
3. დასახლებული პუნქტის, სამრეწველო კომპლექსის, სხვა სამეურნეო ან საყოფაცხოვრებო ობიექტის დაპროექტება და მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ მიწის ფართობზე, სადაც სასარგებლო წიაღისეულის საბადო (ტექნოგენური საბადოს გარდა) არ არსებობს, რაც დასტურდება სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დასკვნით.