Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 9 ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისია. 1. საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისია (შემდგომ − კომისია), რომელიც განიხილავს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრაციის გაუქმების ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის საკითხებს. 2. კომისია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან 1 არის შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს წარმომადგენელი, 2 − საქპატენტის წარმომადგენელი, 1 − შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერიის წარმომადგენელი, ხოლო 1 − მოწვეული დარგობრივი სპეციალისტი. კომისიის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე. 3. კომისია იქმნება: ა) ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქპატენტის მიერ განაცხადის ექსპერტიზის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში; ბ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმების საკითხზე, იმ შემთხვევაში, თუ აღარ არის უზრუნველყოფილი საქონლის სპეციფიკაციის მოთხოვნებთან საქონლის შესაბამისობა, საქპატენტის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში. |
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 9 4. კომისია 6 თვის განმავლობაში ამოწმებს საქონლის სპეციფიკაციის ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 5. კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრაციის გაუქმების ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე. 6. კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები (მათ შორის, დარგობრივი სპეციალისტის მოწვევისა და მისი ანაზღაურების საკითხი) განისაზღვრება კომისიის დებულებით. |