FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პოლიციის შესახებ

article  49

პოლიციელის სოციალური დაცვა.
1. პოლიციელის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
2. უზრუნველყოფილია პოლიციელის სავალდებულო ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სახელმწიფო დაზღვევა.
3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლო დაკავებული თანამდებობის ხელფასი (ფულადი სარგო).
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი პოლიციელს სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. პოლიციელის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. პოლიციელისა და მისი ოჯახის წევრის (წევრების) სამედიცინო მომსახურების პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.
პოლიციის შესახებ

article  49

61. სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრთა, სამინისტროდან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა (სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები) და სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო დაწესებულების/დანაყოფის მსმენელთა სამედიცინო უზრუნველყოფას, აგრეთვე სამსახურის  გავლის პერიოდში (მათ შორის, სამსახურში მიღების ან სამსახურიდან დათხოვნის დროს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური.
7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ფარგლებში პოლიციელისთვის მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ერთჯერადი დახმარების, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.
8. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პოლიციელს შესაძლებელია საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამინისტროს ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობები და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობი.