FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  49

შეტყობინება არასრულწლოვნის დაკავებისთანავე.
1. არასრულწლოვნის დამკავებელი პირი, გამომძიებელი, პროკურორი მისი დაკავებისთანავე იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა არასრულწლოვნის მშობელს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – სხვა ახლო ნათესავს ან/და არასრულწლოვნის მიერ მითითებულ სხვა პირს დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს.
2. არასრულწლოვნის დამკავებელი პირი, გამომძიებელი, პროკურორი არასრულწლოვნის სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობებს არასრულწლოვნის დაკავების შესახებ და მის ადგილსამყოფელს და განუმარტავს არასრულწლოვნის დაკავების მიზეზს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებს.
3. თუ არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ ხერხდება, პოლიციის დაწესებულების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი ამის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.