Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ article 1 ეს კანონი, ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების (შემდგომ − ჟენევის კონვენციები) და მათი დამატებითი ოქმების შესაბამისად, იცავს: ა) თეთრ ფონზე წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებს (შემდგომ − ემბლემა). წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემები მოცემულია ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის პირველ დანართში, ხოლო წითელი კრისტალის ემბლემა − ჟენევის კონვენციების მესამე დამატებით ოქმში; ბ) სახელწოდებებს − „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ და „წითელი კრისტალი“; გ) სამედიცინო დაწესებულების, სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებისა და სამედიცინო პერსონალის იდენტიფიცირებისთვის განკუთვნილ ემბლემას − განმასხვავებელ ნიშნებს, რომლებიც მოცემულია ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის პირველ დანართსა და ჟენევის კონვენციების მესამე დამატებით ოქმში. |