Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ article 52 1. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ტარდება ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიების ჩატარების შემდეგ, დაავადებით, ტრავმით ან დეფექტით გამოწვეული ორგანიზმის ფუნქციის მყარად გამოხატული მოშლის შემთხვევაში. 2. სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე გასატარებლად შედგენილ მიმართვაში აღინიშნება მონაცემები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა ფუნქციის დარღვევის ხარისხი, ორგანიზმის კომპენსატორული შესაძლებლობის მდგომარეობა, აგრეთვე ჩატარებული რეაბილიტაციური ღონისძიებების შედეგები. |