Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ტყის კოდექსი article 14 საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება. 1. საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება ხორციელდება: ა) ამ კოდექსის მე-12 ან მე-13 მუხლით განსაზღვრული საფუძვლით; ბ) ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნით ჩატარებული ტყის აღრიცხვის საფუძველზე ტყის საზღვრის დადგენის/შეცვლის შემთხვევაში; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქონების მმართველის მიერ სახელმწიფო ქონების აღწერის პროცესში გამოვლენილი და ტყის კონტურში მოქცეული, სახელმწიფო საკუთრებად დასარეგისტრირებელი ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში (ასეთი ქონება ექვემდებარება ფაქტობრივად დადგენილ საზღვრებში რეგისტრაციას). 2. საქართველოს ტყის საზღვრის კორექტირება ხორციელდება „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ დებულების შესაბამისად, რომელსაც შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტრო. |