FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  217

მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები.
1. საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული ურთიერთობისთვის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, დადგენილებით იქმნება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები.
2. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით, ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით. ამ კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელებსა და შემადგენლობას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
3. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია უფლებამოსილია მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე პარლამენტის სახელით მიიღოს გადაწყვეტილება.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  217

4. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობას წარმართავს დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველი წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 14 დღისა პარლამენტის ბიუროს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. ანგარიშის შესახებ მოხსენებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წარადგენს დელეგაციის ხელმძღვანელი. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენის შემთხვევაში მომხსენებელია დელეგაციის ხელმძღვანელი, ხოლო თანამომხსენებელი − პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენისა და პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში ამ დადგენილებით შეიძლება დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილება იქნეს შეტანილი.