FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  53

ვეტერინარული კარანტინი.
1. ვეტერინარული კარანტინი წესდება საკარანტინო დაავადების გაჩენის შემთხვევაში მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით .
2. ვეტერინარული კარანტინი ცხადდება საკარანტინო დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში .
3. განსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც გამოვლინდება საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილი ცხოველთა საკარანტინო დაავადება, დაუყოვნებლივ წესდება იძულებითი კარანტინი შესაბამისი დაავადებისათვის დადგენილი საკარანტინო ვადით.
4. პროფილაქტიკური კარანტინის ვადა იმპორტირებული ცხოველისათვის არის არა უმეტეს 30 დღე, ხოლო საექსპორტო ცხოველისათვის − არა უმეტეს 21 დღე, თუ იმპორტიორი ქვეყნის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. პროფილაქტიკური კარანტინის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2014  წლის 17 აპრილის   კანონი №2285  - ვებგვერდი, 02.05.2014წ.