Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 30 ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. 1. ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის რეორგანიზაცია იწყება საზედამხედველო ორგანოს წინასწარი თანხმობის გაცემის შემდეგ. 2. ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა საინვესტიციო ფონდი, რომლებსაც ის მართავს, ლიკვიდირებული იქნება ან მათი მართვის უფლება სხვა აქტივების მმართველ კომპანიას გადაეცემა. 3. ლიცენზირებულმა/რეგისტრირებულმა აქტივების მმართველმა კომპანიამ საზედამხედველო ორგანოს 10 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ლიკვიდაციის შესახებ და ამავდროულად გააკეთოს განაცხადი ლიცენზიის ან რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. აღნიშნული განაცხადის წარდგენასთან ერთად აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია დაადასტუროს, რომ მის მიერ მართული ყველა საინვესტიციო ფონდი ლიკვიდირებულ იქნა ან ისინი სამართავად სხვა აქტივების მმართველ კომპანიას გადაეცა. |