FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  26

სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გამოშვება და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
1. სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის შეთავაზება ან/და მიყიდვა, თუ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ემისიის პირობებით/სახელშეკრულებო პირობებით განსაზღვრული ღირებულება 200 000 ლარს არ აღემატება, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულდება შემდეგი პირობები:
    ა) საბაზისო აქტივი არის იმ სესხებიდან/კრედიტებიდან გამომდინარე მოთხოვნა, რომლებიც გაცემულია კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა პირის მიერ;
    ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორს) ან/და შესაბამის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რომელიმე სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნდა ჰქონდეს საკრედიტო რეიტინგი.
2. ინიციატორმა და სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა პოტენციურ ინვესტორს მისი მოთხოვნის შემთხვევაში, აგრეთვე ინვესტორსა და ეროვნულ ბანკს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით უნდა გაუმჟღავნონ სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  26

ა) სეკიურიტიზაციის ამსახველი ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც შესაბამისი ტრანზაქციის შინაარსის ანალიზისთვისაა საჭირო;
    ბ) საბაზისო აქტივების შესახებ პერიოდული ინფორმაცია.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ინიციატორისა და სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ შესაბამისი ინფორმაციის გამჟღავნებასა და ანგარიშების წარდგენასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები.