Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 50 საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის გამოყენება ფრენისა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების გაწევის დროს. 1. რადიოკავშირის მოწყობილობებით აღჭურვილი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი, ხოლო თუ ეკიპაჟი ერთი პირისგან შედგება − პილოტი ვალდებულია უზრუნველყოს ეთერის განუწყვეტელი მოსმენა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთან რადიოკავშირის დამყარება რადიოკავშირის დადგენილ საავიაციო სიხშირეებზე. 2. საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. საქართველოს საჰაერო სივრცეში (გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ − „ი“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არეებისა, აგრეთვე გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს შორის რადიოკავშირი ხორციელდება ICAO-ს სამუშაო ენაზე − ინგლისურ ენაზე. 4. თუ საჰაერო ხომალდი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მგზავრთა სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გამონაკლისის სახით, შეიძლება რადიოკავშირის დამყარება ქართულ ენაზე ან ICAO-ს სხვა სამუშაო ენაზე, იმ პირობით, რომ ეს ენა ცნობილია საჰაერო მოძრაობის მომსახურების გამწევი, რადიოკავშირის განმახორციელებელი პირებისათვის − პილოტისა და მეთვალყურისათვის. |