Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ article 39 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების შედეგები. 1. საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება, თუ ხელშეკრულებით ან მხარეებს შორის სხვაგვარი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოქმედების შეჩერების პერიოდში ათავისუფლებს საქართველოს ხელშეკრულების შესრულების ვალდებულებისაგან იმ მონაწილე მხარეებთან ურთიერთობაში, რომელთა მიმართაც შეჩერებულია ხელშეკრულების მოქმედება და არ მოქმედებს იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომელნიც ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოსა და სხვა მონაწილე მხარეებს შორის. 2. საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების პერიოდში საქართველო თავს იკავებს ქმედებებისაგან, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ხელშეკრულების მოქმედების განახლებას. |