FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ელექტრონული კომერციის შესახებ

article  16

სააგენტოს უფლებამოსილება მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის სფეროში.
1. საქართველოს ტერიტორიაზე ამ კანონით განსაზღვრული მომსახურების მიმღების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მისი უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობას, მომსახურების მიმღების უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ სათანადო რეაგირებას ახორციელებს სააგენტო.
2. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად:
    ა) შეისწავლის ამ კანონით განსაზღვრული მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტს, რამაც გამოიწვია ან შესაძლებელია გამოიწვიოს მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლების დარღვევა;
    ბ) საქმის შესწავლის მიზნით განმცხადებლისგან ან/და მომსახურების მიმწოდებლისგან გამოითხოვს ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურ ინფორმაციას), რომელიც აღნიშნული უფლებამოსილების განსახორციელებლად სჭირდება;
    გ) უფლებამოსილია საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე;
    დ) იწვევს მხარეს/დაინტერესებულ პირს ახსნა-განმარტების მისაღებად;
ელექტრონული კომერციის შესახებ

article  16

ე) საჭიროების შემთხვევაში მართავს საკონსულტაციო შეხვედრას სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთან, ექსპერტთან ან/და სხვა პირთან;
    ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოში მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;
    ზ) საქმის შესწავლის შედეგად მომსახურების მიმღების უფლების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვეული უფლების აღსადგენად ან/და მას მოსთხოვს დარღვევად მიჩნეული ქმედების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების განსაზღვრულ ვადაში შეწყვეტას;
    თ) საქმის შესწავლის შედეგად, მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოს გადაწყვეტილების მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მას ჯარიმას აკისრებს;
    ი) უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში დანიშნოს ექსპერტიზა;
    კ) ახორციელებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების მონიტორინგს;
    ლ) აღრიცხავს და აანალიზებს მომსახურების მიმღების უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს;
    მ) ახორციელებს ღონისძიებებს მომსახურების მიმღების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად;
ელექტრონული კომერციის შესახებ

article  16

ნ) მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის საკითხებზე თანამშრომლობს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.