FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  30

ინოვაციური პარტნიორობა.
1. ინოვაციური პარტნიორობა ორეტაპიანი პროცედურაა.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის პირობებში მიუთითოს ინოვაციური (მათ შორის, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული) საქონლის, სამუშაოს ან/და მომსახურების (მათ შორის, კვლევისა და განვითარების) საჭიროება, რომელიც საქართველოს ან საერთაშორისო ბაზარზე არსებული საქონლის, სამუშაოს ან/და მომსახურების შესყიდვით ვერ დაკმაყოფილდება. მან უნდა მიუთითოს აგრეთვე შესყიდვის ობიექტის ელემენტი, რომელიც განსაზღვრავს ყველა წინადადების მიერ დასაკმაყოფილებელ მინიმალურ მოთხოვნებს. ეს ინფორმაცია მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რათა ეკონომიკურმა ოპერატორებმა საჯარო შესყიდვის ბუნება, შინაარსი და ფარგლები განსაზღვრონ და, შესაბამისად, გადაწყვიტონ, წარადგინონ თუ არა განაცხადი საჯარო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად. ინოვაციური პარტნიორობის განხორციელების შემთხვევაში ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის კრიტერიუმის გამოყენება სავალდებულოა.
3. განაცხადის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ ეკონომიკურ ოპერატორს.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  30

4. შემსყიდველი ორგანიზაცია წარდგენილი განაცხადების მიხედვით ადგენს, აქვთ თუ არა ეკონომიკურ ოპერატორებს სათანადო კვალიფიკაცია, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი შესყიდვის პირობებით განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს, და შერჩეულ კანდიდატებს იწვევს ინოვაციურ პარტნიორობაში მონაწილეობის მისაღებად. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია შეამციროს კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად.
5. შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება ინოვაციური პარტნიორობა დაიწყოს ერთ პარტნიორთან ან რამდენიმე პარტნიორთან, რომლებიც კვლევისა და განვითარების საქმიანობებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ახორციელებენ. ამ მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია პარტნიორთან/პარტნიორებთან დებს ინოვაციური პარტნიორობის შესახებ ინდივიდუალურ ხელშეკრულებას/ხელშეკრულებებს.
6. ინოვაციური პარტნიორობის მიზანია ინოვაციური საქონლის, სამუშაოს ან/და მომსახურების შემუშავება/განვითარება და ასეთი საქონლის, სამუშაოს ან/და მომსახურების შესყიდვა იმ პირობით, რომ იგი აკმაყოფილებს შემსყიდველ ორგანიზაციასა და მონაწილეებს შორის შეთანხმებულ ხარისხისა და მაქსიმალური ღირებულების კრიტერიუმებს.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  30

7. ინოვაციური პარტნიორობა უნდა დაიგეგმოს თანამიმდევრული ფაზებით, რომლებიც მოსდევს კვლევის პროცესს და შეიძლება მოიცავდეს საქონლის წარმოებას, სამუშაოს შესრულებას ან მომსახურების გაწევას. ინოვაციური პარტნიორობის განხორციელების შემთხვევაში უნდა განისაზღვროს პარტნიორების მიერ მისაღწევი შუალედური მიზნები და ამ მიზნების საფუძველზე უნდა გამოიყოს შესაბამისი ნაწილის ანაზღაურება. ყოველი ფაზის დასრულების შემდეგ შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება შეწყვიტოს ინოვაციური პარტნიორობა, ხოლო თუ ინოვაციური პარტნიორობა რამდენიმე პარტნიორთან მიმდინარეობს − შეამციროს პარტნიორთა რაოდენობა ინოვაციური პარტნიორობის შესახებ ინდივიდუალური ხელშეკრულების/ხელშეკრულებების შეწყვეტით, თუ ასეთი შესაძლებლობა და მისი გამოყენების წესი შესყიდვის პირობებით წინასწარ არის გათვალისწინებული.
8. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემსყიდველი ორგანიზაცია მოლაპარაკებას აწარმოებს მხოლოდ პირველად და მოდიფიცირებულ წინადადებებთან დაკავშირებით, მათი შემდგომი დახვეწის მიზნით, გარდა საბოლოო წინადადებებისა. მინიმალური მოთხოვნები და საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები არ შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  30

9. მოლაპარაკების წარმოებისას შემსყიდველი ორგანიზაცია ყველა პრეტენდენტის მიმართ თანაბარ მოპყრობას უზრუნველყოფს. მან პრეტენდენტებს ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით არ უნდა მიაწოდოს, რათა ზოგიერთ მათგანს სხვებთან შედარებით უპირატესობა არ მიენიჭოს. შემსყიდველი ორგანიზაცია ყველა პრეტენდენტს, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად შერჩეული პრეტენდენტებისა, წერილობით აცნობებს შესყიდვის პირობებში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას. დაუშვებელია მინიმალური მოთხოვნების ცვლილება. შესყიდვის პირობებში ცვლილების შეტანის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტებს აძლევს გონივრულ ვადას წინადადებების მოდიფიცირებისა და ხელახლა წარდგენისთვის.
10. მოლაპარაკება შესაძლებელია მოიცავდეს რამდენიმე თანამიმდევრულ ეტაპს, რომელთა მიზანია შესყიდვის პირობებით დადგენილი საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმების გამოყენებით იმ წინადადებების რაოდენობის შემცირება, რომლებთან დაკავშირებითაც უნდა წარიმართოს მოლაპარაკება. წინადადებების რაოდენობის ეტაპობრივად შემცირება დასაშვებია, თუ ასეთი შესაძლებლობა შესყიდვის პირობებით წინასწარ არის გათვალისწინებული.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  30

11. შემსყიდველი ორგანიზაცია კანდიდატების შერჩევისას იმ კრიტერიუმებს იყენებს, რომლებიც ეხება კანდიდატთა შესაძლებლობებს კვლევისა და განვითარების სფეროში, ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დანერგვაში. მხოლოდ იმ ეკონომიკურმა ოპერატორებმა, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია შეფასების შედეგად მოიწვევს, შეიძლება წარადგინონ კვლევისა და ინოვაციის პროექტი, რომლის მიზანია, დააკმაყოფილოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული საჭიროებები, რომლებიც არსებული გადაწყვეტის გზებით ვერ დაკმაყოფილდება.
12. შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის პირობებით უნდა განსაზღვროს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები. თუ ინოვაციური პარტნიორობა რამდენიმე პარტნიორთან მიმდინარეობს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია პარტნიორის მიერ შეთავაზებული გადაწყვეტის გზა ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე არ გაანდოს სხვა პარტნიორს. ასეთი თანხმობა ზოგადი არ უნდა იყოს და კონკრეტულ ინფორმაციაზე მითითებას უნდა შეიცავდეს.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  30

13. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ინოვაციური პარტნიორობის სტრუქტურამ, კერძოდ, მისი ფაზების ხანგრძლივობამ და ღირებულებამ გავლენა მოახდინოს შეთავაზებული გადაწყვეტის გზის ინოვაციურობის ხარისხზე, აგრეთვე ინოვაციური გადაწყვეტის გზის კვლევისა და სხვა საქმიანობის შედეგზე, რომელიც ბაზარზე ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ინოვაციური შედეგის მისაღებად/განსავითარებლად საჭირო ინვესტიციის პროპორციული უნდა იყოს.