Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 159 ექსპორტის პროცედურის დასრულების პირობები. 1. ექსპორტის პროცედურა დასრულდება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არის იმავე მდგომარეობაში, რომელშიც იყო ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. 2. საქონელი, რომელზედაც წარდგენილია ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 120 დღეში. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია საბაჟო ორგანოს 5 დღეში წარუდგინოს შუამდგომლობა საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის შესახებ ან შუამდგომლობა საქონლის გატანისთვის დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ. |