FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  374

რეკაპიტალიზაცია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერით ან აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაციით.
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჩამოწეროს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციები ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტები ან განახორციელოს აღნიშნული ინსტრუმენტების კომერციული ბანკის აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია. ეს უფლებამოსილება შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებლად ან სხვა სარეზოლუციო ინსტრუმენტებთან ერთად.
2. ამ კანონის 32-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეზოლუციის პრინციპების შესრულების მიზნით აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერა ან აღნიშნული ინსტრუმენტების აქციებში კონვერტაცია უნდა განხორციელდეს იმ სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებამდე, რომლის შედეგადაც სხვა კრედიტორები (გარდა აქციონერებისა და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების მფლობელებისა) მიიღებდნენ პირველად ზარალს. ეროვნულმა ბანკმა შეიძლება აღნიშნული უფლებამოსილება არ გამოიყენოს, თუ განხორციელდება კომერციული ბანკის აქტივების ან/და ვალდებულებების ნაწილობრივ გადაცემა და კომერციული ბანკის ბალანსზე დარჩენილი აქციებისა და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ღირებულება დაფარავს არსებულ ზარალს.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  374

3. საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერა ან მათი აქციებში კონვერტაცია უნდა დაეფუძნოს კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასებას ამ კანონის 37-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს ლიკვიდაციის პროცესში დადგენილი მოთხოვნების რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით, რათა უზრუნველყოს:
    ა) ძირითადი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების ნომინალური ღირებულების შემცირება ზარალის პროპორციულად ან/და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების გაუქმება ან/და გადაცემა;
    ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გარდა, საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ნომინალური ღირებულების შემცირება ან/და კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია.
5. საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერის ან კომერციული ბანკის აქციებში კონვერტაციის შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

article  374

6. დროებითი სახელმწიფო დაფინანსების განხორციელებამდე ან/და სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული სხვა ფულადი სახსრების გამოყენებამდე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი პირობებით კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ჩვეულებრივი აქციების გამოშვება შესაბამისი კაპიტალის ინსტრუმენტების მფლობელთა მიერ მათ შესაძენად.