FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  79

1. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის) პირობის დარღვევა, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტება, – გამოიწვევს დაჯარიმებას:
    ა) დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;
    ბ) დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის ოდენობით;
    გ) დადგენილი ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  79

1. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, ნებართვის მფლობელისთვის დადგენილ გონივრულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გასამმაგებას.
2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების  (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, ნებართვის მფლობელისთვის განმეორებით დადგენილ გონივრულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  79

3. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, დასკვნის მფლობელისთვის დადგენილ გონივრულ ვადაში დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის  შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გასამმაგებას.
4. ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, დასკვნის მფლობელისთვის განმეორებით დადგენილ გონივრულ ვადაში დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  79

1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, რამაც ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მოცემული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის პარამეტრების დარღვევა (შეუსრულებლობა) გამოიწვია, – გამოიწვევს დაჯარიმებას:
    ა) დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;
    ბ) დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის ოდენობით;
    გ) დადგენილი ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  79

1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული  მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელისთვის დადგენილ გონივრულ ვადაში მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელისთვის განმეორებით დადგენილ გონივრულ ვადაში მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  79

-9 . გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გარეშე.
1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობის ცვლილება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარიდან 10 000 ლარამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების  განმეორებით ჩადენა −