Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 9 საერთაშორისო თანამშრომლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. 1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. 2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში და უცხო ქვეყნების ელექტრონული კომუნ იკაციების ადმინისტრაციებთან ურთიერთობისას საქართველოს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა, აგრეთვე კომისია საქართველოს მთავრობის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში. 3. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოთა საერთაშორისო გაერთიანებებში საქართველოს წარმოადგენს კომისია. საქართველოს წარმოდგენის უფლებამოსილება კომისიას უნარჩუნდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, რომლებშიც იგი უკვე გაწევრებულია. 4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უცხო ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების ადმინისტრაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას საქართველოს მთავრობა და კომისია იცავენ საქართველოს ინტერესებს. |