Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ article 2 1. ემბლემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ კანონით, ჟენევის კონვენციებითა და მათი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში: ა) დამცავი ფუნქციით; ბ) განმასხვავებელი ფუნქციით. 2. შეიარაღებული კონფლიქტის დროს ემბლემა გამოიყენება დამცავი ფუნქციით, შეიარაღებული ძალების სამედიცინო პერსონალის, სამედიცინო დაწესებულებისა და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალების აღსანიშნავად ჟენევის კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების შესაბამისად. დამცავი ფუნქციით გამოყენებული ემბლემა მისი შორი მანძილიდან იდენტიფიცირებისათვის შეძლებისდაგვარად დიდი ზომის უნდა იყოს. 3. ემბლემა განმასხვავებელი ფუნქციით გამოიყენება პირის ან ობიექტის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობასთან კავშირის ხაზგასმით აღსანიშნავად. განმასხვავებელი ფუნქციით გამოყენებული ემბლემა დამცავი ფუნქციით გამოყენებულ ემბლემაზე მცირე ზომის უნდა იყოს. |