Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 23 არასრულწლოვანი მოწმის ინტერესების დასაცავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პირები. 1. მეორეული ვიქტიმიზაციისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლის, ხოლო გამოძიების სტადიაზე − ბრალდების მხარის ინიციატივით, უზრუნველყოფილია საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობაც. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და საპროცესო მოქმედების დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. 2. სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი მოწმის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს: ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წაყენებული ბრალდების არსი; ბ) იცოდეს არასრულწლოვან მოწმესა და ბრალდებულს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ; |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 23 დ) საქმის სასამართლო განხილვისას ესწრება არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის სასამართლოში დაკითხვისა და მათი მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით; ე) არასრულწლოვან მოწმესა და არასრულწლოვან დაზარალებულს კანონიერი წარმომადგენლის ან/და ადვოკატის თანდასწრებით ან/და მეშვეობით აწვდის ინფორმაციას მათთვის საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში. 71. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი: ა) გამომძიებელთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ არასრულწლოვან მოწმესა და არასრულწლოვან დაზარალებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით, კანონიერი წარმომადგენლის ან/და ადვოკატის თანდასწრებით ან მეშვეობით აწვდის ინფორმაციას გამომძიებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, აგრეთვე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ; ბ) არასრულწლოვან მოწმესა და არასრულწლოვან დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს და უხსნის გამოძიებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცედურებს; |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 23 გ) გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასა და საპროცესო მოქმედებას მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით; დ) არასრულწლოვან მოწმესა და არასრულწლოვან დაზარალებულს კანონიერი წარმომადგენლის ან/და ადვოკატის თანდასწრებით ან/და მეშვეობით აწვდის ინფორმაციას მათთვის საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში. 8. საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი უფლებამოსილია, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის გამოკითხვას/დაკითხვას არ დაასწროს არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის ის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც იმავე საქმეში გამოსაკითხ პირად/მოწმედ მონაწილეობს. |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 23 გ) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება. 3. საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანი მოწმის კანონიერ წარმომადგენელს აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს. 4. იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც არასრულწლოვანი მოწმე ან არასრულწლოვანი დაზარალებული მონაწილეობს, პროკურორის ან გამომძიებლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ჩაერთოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. 5. პროკურორი ან გამომძიებელი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არასრულწლოვანი მოწმის, არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით. |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 23 6. როდესაც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისთვის ცნობილი გახდება მისი სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ, იგი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს არასრულწლოვან მოწმეს, არასრულწლოვან დაზარალებულს მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით. არასრულწლოვან მოწმეს, არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ, უარი განაცხადონ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან თანამშრომლობაზე. 7. პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი: ა) პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ არასრულწლოვან მოწმესა და არასრულწლოვან დაზარალებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით, კანონიერი წარმომადგენლის ან/და ადვოკატის თანდასწრებით ან მეშვეობით აწვდის საჭირო ინფორმაციას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ; ბ) არასრულწლოვან მოწმესა და არასრულწლოვან დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს და უხსნის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სამართლებრივ პროცედურებს; გ) გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასა და საპროცესო მოქმედებას მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით; |