Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
იურიდიული დახმარების შესახებ article 6 პირის გადახდისუუნარობის დადგენა. 1. იმ პირთა კატეგორიებს, რომლებიც ამ კანონის მიზნებისათვის გადახდისუუნაროდ ითვლებიან, და გადახდისუუნარობის დადასტურების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. საჭიროების შემთხვევაში პირის გადახდისუუნარობის დადგენის მიზნით იურიდიული დახმარების ბიურო ან მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს სათანადო ინფორმაცია. |
იურიდიული დახმარების შესახებ article 6 მუხლი 6-6პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენისთვის აუცილებელი ინფორმაცია. ყველა ადმინისტრაციული ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებულია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, რომელშიც მითითებულია განმცხადებლის მიერ მისთვის ინფორმაციის მოპოვების უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე, დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ მიაწოდოს იურიდიული დახმარების სამსახურს ინფორმაცია შესაბამისი პირის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ამ ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. აღნიშნული პირის წერილობით თანხმობაში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და დაწესებულებებისგან გამოთხოვის უფლებამოსილების იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ერთჯერადად გადაცემის თაობაზე. |