Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 1 81. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია − ევროპის კავშირის უსაფრთხოების კლასიფიკაციით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია ან მასალა, რომლის უნებართვოდ გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს ევროპის კავშირის ან მისი წევრი ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფოს ინტერესებისთვის სხვადასხვა ხარისხის ზიანის მიყენება. 9. ინფორმაციის გაცნობის საჭიროება – პრინციპი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოების გაცნობის ან/და ინფორმაციის მიღების უფლება ენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც, თავისი სამსახურებრივი, პროფესიული ან/და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობიდან გამომდინარე, აქვს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დადასტურებული საჭიროება. 10. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება – ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული სუბიექტების სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე მათი არჩევისთანავე/დანიშვნისთანავე. 11. სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, სახელმწიფო ორგანოსათვის/იურიდიული პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა. |
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 1 12. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა. 13. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, იურიდიული პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა. 131. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება − ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, იურიდიული პირისთვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა. |
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 1 14. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა. 141. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისთვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა. 15. შემოწმების პროცედურა – სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვებისათვის და სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვებისათვის სანდოობისა და საიმედოობის დასადგენად სათანადო სახელმწიფო ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალური ღონისძიებების განხორციელება. |
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 1 16. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი მოპყრობა – სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაკავშირებით ნებისმიერი შესაძლო მოქმედების განხორციელება, კერძოდ, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შექმნა, დამუშავება, შეგროვება, გადაცემა, ტრანსპორტირება, შენახვა, დაცვა, გამოყენება, აღრიცხვა, საიდუმლოობის ხარისხის შეცვლა, განსაიდუმლოება, დაარქივება ან განადგურება. 17. საიდუმლო კონტრაქტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) – მხარეებსა და კონტრაქტორს ან კონტრაქტორსა და ქვეკონტრაქტორს შორის დადებული კონტრაქტი (ხელშეკრულება, შეთანხმება), რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ან რომლის საფუძველზედაც შეიძლება შეიქმნას ასეთი ინფორმაცია. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. |
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 1 კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. 1. სახელმწიფო საიდუმლოება – ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებში არსებული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ ან დაკარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და რომელიც ამ კანონით ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით წინასწარ დასაიდუმლოებულია ან მიჩნეულია სახელმწიფო საიდუმლოებად და სახელმწიფოს მიერ დაცვას ექვემდებარება. 2. საიდუმლოობის ხარისხი – კატეგორია, რომელიც აღნიშნავს ინფორმაციის მნიშვნელობას, ზიანს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მისმა გამჟღავნებამ ან დაკარგვამ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ხარისხს და სახელმწიფოს მიერ მისი დაცვის დონეს. 3. საიდუმლოობის გრიფი – რეკვიზიტი, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხს. 4. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემა – სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად გამოყენებული საიდუმლოობის დაცვის საშუალებები და მეთოდები, აგრეთვე ამ მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. |
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 1 5. დასაიდუმლოება – ამ კანონით დადგენილი წესით ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევა. 6. განსაიდუმლოება – სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისათვის ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების მოხსნა. 7. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია – დამუშავებული ან დამუშავების პროცესში მყოფი ცნობა/ინფორმაცია ან მატერიალური საგანი (მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა), რომელიც საჭიროებს უნებართვო მოპყრობისაგან დაცვას, შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემს/ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება. 8. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაცია – ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) მიერ დადგენილი და შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინფორმაცია. |