FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  54

საბანკო დაწესებულების ვალდებულება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.
1. საბანკო დაწესებულება ვალდებულია, პირველ რიგში, შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება გადასახადის გადახდის თაობაზე და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება საბანკო ანგარიშიდან გადასახადის თანხის ჩამოწერის თაობაზე შემდეგი თანამიმდევრობით:
    ა) საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება;
    ბ) გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება.
11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბანკო დაწესებულების ვალდებულება არ ზღუდავს პირის უფლებას, საინკასო დავალების სრულად შესრულებამდე ან ნაწილობრივ შესრულების შემდეგ განკარგოს საინკასო დავალების გაუნაღდებელი თანხის ზემოთ არსებული ფულადი სახსრები.
2. პირის საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში საბანკო დაწესებულება საგადახდო ან საინკასო დავალებას ასრულებს არაუგვიანეს აღნიშნული დავალების მიღების დღის მომდევნო საოპერაციო დღისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საინკასო დავალების მომსახურების ხარჯების ანაზღაურება გადასახადის გადამხდელს ეკისრება.
3. თუ პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა არასაკმარისია საგადახდო ან საინკასო დავალების შესასრულებლად, მათი შესრულება ხორციელდება ამ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან არა უგვიანეს მომდევნო საოპერაციო დღისა.