Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 163 დაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას. 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის: ა) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება დასაბეგრი პირის მიერ მისი წარმოებული შენობის/ნაგებობის (ძირითადი საშუალების) ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დაწყების მომენტში; ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება შესაბამისი პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის/დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების მომენტში; გ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ტურისტული საწარმოს სტატუსის გაუქმების მომენტში; დ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 163 4. ამ კოდექსის 160-1 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება შენობის/ნაგებობის (ძირითადი საშუალების) რემონტის დასრულების მომენტში (მომენტში, როდესაც სარემონტო მომსახურების/სამუშაოების გაწევა დღგ-ით დაიბეგრებოდა მისი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ განხორციელების შემთხვევაში). 5. დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ ტელესაკომუნიკაციო/კავშირგაბმულობის მომსახურების გაწევა ან საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, თბოენერგიის, გაგრილების ენერგიის ან სხვა მსგავსი საქონლის) მიწოდება ხორციელდება რეგულარულად ან უწყვეტად. 6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: ა) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება რეგულარულად ან უწყვეტად, ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 163 ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში; გ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის ფაქტობრივად გადაცემის მომენტში; დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში. 7. ამ კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის იმპორტის დღგ-ით დაბევრის მომენტში. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 163 8. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დასაბეგრი პირი საქონლის/მომსახურების მიწოდებას აღრიცხავს საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღეს არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის/მომსახურების ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, საანგარიშო პერიოდში მიწოდებულად მიიჩნევა საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღის მიხედვით აღრიცხული (გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის/მომსახურების ოდენობის მიხედვით აღრიცხული) საქონლის/მომსახურების ოდენობა, მიუხედავად საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მიწოდებულისა. 9. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული დასაბეგრი ოპერაციების შემთხვევები, როდესაც ამ მუხლის მე-2 ნაწილი არ გამოიყენება. |