Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
პროფესიული განათლების შესახებ article 22 სამინისტრო. 1. სამინისტრო პროფესიული განათლების სფეროში: ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას; ბ) უფლებამოსილია განახორციელოს დასანერგი მიდგომების/მოდელების პილოტირება, ამ მიზნით კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებისათვის გამოყოს დაფინანსება და პროფესიული განათლების სფეროში გამოსცეს, ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გარდა, სხვა სამართლებრივი აქტებიც, რომლებიც აღნიშნული პილოტირების ხელშეწყობის მიზნით სათანადო სამართლებრივ ურთიერთობებს შესაბამისი ვადით, განსხვავებულად აწესრიგებს; გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ამტკიცებს მათ წესდებებს და ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, აგრეთვე უფლებამოსილია მოახდინოს მათი შერწყმა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს; |
პროფესიული განათლების შესახებ article 22 დ-1) ამტკიცებს მის მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტს და კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს; დ-2) უფლებამოსილია მის მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; დ-3) კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მის მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორს, სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს; |
პროფესიული განათლების შესახებ article 22 ე) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებას; ვ) ამტკიცებს არაფორმალური განათლებისა და ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესებს; ზ) ამტკიცებს პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემას; თ) ამტკიცებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესსა და პირობებს; ი) ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესს; კ) ამტკიცებს ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესსა და პირობებს, აგრეთვე გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესსა და პირობებს; ლ) ამტკიცებს სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესს; მ) ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს; |
პროფესიული განათლების შესახებ article 22 ნ) ამტკიცებს პროფესიული მომზადების პროგრამასა და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს; ო) ამტკიცებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი დანართის ფორმებს, აგრეთვე ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ფორმებს; პ) ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის მობილობის წესს; პ-1) ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესს; ჟ) ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს; რ) ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსს; ს) ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესსა და პირობებს; ტ) ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს; უ) შეიმუშავებს პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციისა და ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების წესსა და პირობებს; |
პროფესიული განათლების შესახებ article 22 ფ) ამტკიცებს იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. სამინისტრო უფლებამოსილია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; ქ) ამტკიცებს ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სტრატეგიას; ღ) ამტკიცებს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესსა და პირობებს; ღ-1) ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს გადაწყვეტილებებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლებისა და დისტანციურად წარმართვის თაობაზე; |
პროფესიული განათლების შესახებ article 22 ღ-2) ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესსა და პირობებს; ღ-3) ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული პროფესიული განათლების აღიარების წესს; ღ-4) ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების წესს; ყ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სამინისტრო პროფესიული განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით ქმნის იურიდიულ პირებს. 3. სამინისტრო უფლებამოსილია პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და განვითარებისათვის მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებისათვის გამოყოს დაფინანსება. 4. სამინისტრო უფლებამოსილია განსაზღვროს ამ კანონის 21-ე მუხლითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების შემუშავებისა და სამინისტროსათვის წარდგენის უფლებამოსილების მქონე, სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირი/იურიდიული პირები. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3662 - ვებგვერდი, 05.12.2023წ. |