Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 78 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიცირებას და სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხის შექმნის საკითხზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხის შექმნა გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს კავშირი აქვს: ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ) სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან; გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; დ) სხვა დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან) ან/და შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 78 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები არ დაზიანდეს. |