Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 33 წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა. 1. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას ექვემდებარება მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირების წყალსარგებლობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) ამ წყალსარგებლობისას ხორციელდება წყლის ობიექტიდან დღე-ღამეში 1 მ-3-ზე მეტი მოცულობის წყლის აღება; ბ) ამ წყალსარგებლობისას ხორციელდება წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება. 2. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებსსამინისტრო. 3. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება ელექტრონული ფორმით. 4. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესი და პირობები დგინდება „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესით“, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 5. აღრიცხვას ასევე ექვემდებარება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოსაპოვებელი ჭაბურღილები ტექნიკური რეგლამენტის − „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესის“ შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |