Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 31 აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის განხორციელების წესი. 1. აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის ან რეგისტრაციის გაუქმებისას ხორციელდება მისი ლიკვიდაცია, გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საზედამხედველო ორგანოს მიერ დანიშნული პირი, რომელზედაც გადადის სუბიექტის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრებისა და მმართველი ორგანოს) სრული უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ მიმდინარე აღსრულება. 2. აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონითა და საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილი წესებით. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინაშე. 3. აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის ან რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საზედამხედველო ორგანოს ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 31 4. ლიკვიდატორი ვალდებულია აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საზედამხედველო ორგანოს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში. ეს განცხადება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს მისი პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. კრედიტორებმა ლიკვიდატორს შესაბამისი განცხადების მეორედ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით. 5. ლიკვიდატორს უფლება აქვს, შეწყვიტოს: ა) გარიგება აქტივების მმართველი კომპანიის თანამშრომლის დაქირავების შესახებ; ბ) ხელშეკრულება იმ მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც აქტივების მმართველი კომპანია მონაწილეობდა; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 31 გ) აქტივების მმართველი კომპანიის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ აქტივების მმართველი კომპანია აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) საიჯარო გადასახდელზე მოთხოვნა არა აქვს, გარდა იმ თანხისა, რომელიც შეთანხმების გაუქმების თარიღისთვის დაირიცხა, და იგი არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებას. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 31 6. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პირის აქტივები (გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა) საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს საფინანსო სექტორის წარმომადგენელს ან სხვა პირს და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას. თუ აქტივის/ვალდებულების გადაცემისას საჭიროა კრედიტორის/მოვალის თანხმობა, კრედიტორი/მოვალე ვალდებულია ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში განაცხადოს თანხმობა ან უარი აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემაზე. ლიკვიდატორის მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ასეთი თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. კრედიტორის/მოვალის თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემისას არ იცვლება ამ აქტივის/ვალდებულების მიმართ არსებული პირობები. 7. შემძენის, მათ შორის, ამ მუხლით დადგენილი წესით აქტივების ნატურით მიმღების, საკუთრებაში ქონების გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა სანივთო და ვალდებულებითი უფლება. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 31 8. ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში აქტივების მმართველი კომპანიის სახელით განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა აქტივების მმართველი კომპანიის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია სუბიექტისთვის ან/და მისი კრედიტორებისთვის ზიანის მიყენება. 9. აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას საზედამხედველო ორგანო იმავე დღეს სარეგისტრაციოდ წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს. |